აშშ-ში ტემპერატურამ რეკორდულ ზღვარს მიაღწია - ბოსტონში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში 40 გრადუსი სიცხეა. შეწუხებული ამერიკელები გაგრილების ყველა საშუალებას მიმართავენ. ადგილობრივი სკვერები და შადრევნები მოქალაქეებს ვერ იტებს. სუპერმარკეტებში წყალზე ფასმა დაიწია. ახლა იქ უკვე ერთი ბოთლი წყალი 1 აშშ დოლარი ღირს.
სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევიან და ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ტემპერატურა კიდევ მოიმატებს და 40-45 გრადუსი იქნება.