სასიკვდილო ნაწლავური ინფექცია ჰოლანდიასა და ინდონეზიაშიც დაფიქსირდა.
ეკოლის ჩხირი ავოკადოსა და თალგამში იპოვეს. ორივე ქვეყანაში პროდუქციაზე კონტროლია გამკაცრებული - ამოწმებენ ფერმებს, სუპერმარკეტებს, რესტორნებსა და ნაგვის ურნებსაც კი.
პარალელურად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება გერმანიაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. ინფექციას ერთი ადამიანი შეეწირა სლოვაკეთშიც. ბოლო მონაცემებით, ეკოლის გამო სულ 30 მოქალაქეა დაღუპული.