"საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც აპირებს გააგრძელოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევა", - ნათქვამია რუსეთის გარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს მიერ საქართველოში უფლებების დარღვების ფაქტების განხილვას ეხება.
"ქართული მხარის განცხადებები, რომლებიც მან გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საბჭოს ტრიბუნიდან გააკეთა და რომელთა მიხედვითაც, თბილისი ერთგული რჩება ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ სფეროში თავისი მოვალეობების შესრულებისა მკვეთრ დისონანში, მოდის იმ სიტუაციასთან, რომელიც ამ სფეროში ამ ქვეყანაშია შექმნილი. იმ დროს, როდესაც ქართული დელეგაცია ამზადებდა მსოფლიო თანამეგობრობის კითხვებზე გულუხვ პასუხებს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები თბილისის ცენტრში სასტიკად უსწორდებოდნენ უიარაღო ადამიანებს. ამის შესახებ საუბრობდნენ სახელმწიფოები, მათ შორის რუსეთი, რომელმაც გააკეთა მოწოდება, ობიექტურად იქნეს გამოძიებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რომლებიც 26 მაისს ღამით მოხდა", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
"შედეგები ცხადჰყოფს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოში მდგომარეობა შემაშფოთებელია. გრძელდება წამებები, სამოქალაქო უფლებების დათრგუნვა, პრესის შევიწროება და პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორებები. არ არსებობს ხელშეუხებლობის რეალური გარანტიები. სერიოზული შეშფოთების საგანი არის ასევე ის ფაქტები, რომ, ბოლო დროს, თბილისში მიღებული საკანონმდებლო აქტები სერიოზულად ზღუდავენ ადამიანისა და მოქალაქის ფუნდამენტალურ უფლებებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე "გამომწვევს" უწოდებს საქართველოსათვის რუსეთის მიერ მიცემული რეკომენდაციის უგულვებელყოფას.
"ამ ფონზე ძალიან გამომწვევად გამოიყურება საქართველოს პოზიცია, რომელმაც არ მიიღო რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების კონსტრუქციული რეკომენდაციები ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მათი უგულვებელყოფა ნიშნავს, რომ ხელისუფლება მომავალშიც აპირებს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დარღვევა, არ გეგმავს რეფორმირება ჩაატაროს არადამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა, არ აპირებს პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც საქართველოს გადავსებულ ციხეებში ანტისანიტარიის გამო იტანჯებიან, კვალავაც გააგრძელებს ერთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევას და არ აპირებს გამოიძიოს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი მოპოყრობის ფაქტები", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.