ხვალიდან 14 დეკემბრიდან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი თოჯინების საახალწლო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა ხვალ, 14 დეკემბერს 18:00 საათზე გაიხსნება და 30 დეკემბრამდე გაგრძელდება. დათვალიერება შეეძლება ნებისმიერ მსურველს უფასოდ
საქრთველოში ისტორიულად გამოიყენებოდა გარკვეული ტიპის თოჯინები, სხვადასხვა წესჩვეულებების შესრულების დროს. ჩაცმულობით, თმის ვარცხნილობითა და სხვადასხვა მასალით შესრულებული თოჯინები, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა გარეგნულ იერსა და დამახასიათებელ თვისებებს გვამცნობს.
გამოფენაში მონაწნილეობს 22 თვითნასწავლი მხატვარი, საქართველოს ყველა რეგიონიდან.