აშშ-ში თეთრი ბალონკა "ტრაბელი" გარდაიცვალა, რომელიც თავისი მეპატრონის, ექსცენტრიული მილიარდელის, ლეონი ხეკმსლის მემკვიდრე იყო. ბალონკას პატრონისგან მემკვიდრეობით, 12 მლნ. დოლარი ერგო.
როგორც New York Daily News-ი იუწყება, მილიონერი ბალონკა 12 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც აღმოჩნდა, ძაღლი 2010 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, თუმცა მისმა წარმომადგენელმა ეს მხოლოდ ახლახანს აღიარა.
დადგინდა, რომ ბოლო წლებში ძაღლის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა. გარდაცვალების დროს ის მთლიანად იყო დაბრმავებული. მისი დაღუპვის მიზეზი კი გულის გაჩერება გახდა. ბალონკის წარმომადგენლის განცხადებით, ძაღლის გვამს კრემაცია ჩაუტარდა.
მილიონერი ბალონკის დარჩენილი ქონება საქველომოქმედო ფონდებს გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ ლეონი ხეკმსლიმ საკუთასრი ქონება ძმასაც დაუტოვა, თუმც ძმას გაცილებით ნაკლები თანხა შეხვდა, ვიდრე მის კუთვნილ ბალონკას.