დედაქალაქის მერის შეფასებით, „სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული აქციები მხოლოდ ადამიანის ცხოვრებით ჟონგლიორობა იყო და მეტი არაფერი.
ამის შესახებ უგულავამ გუშინ, ონლაინ-კონფერენციაზე განაცხადა.
"ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კლასიკური მცდელობა. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ან არშემდგარი სიკვდილის ქრონიკა. აქციის ორგანიზატორები იქ ერთი მიზნით იდგნენ - ან გადმოეყირავებინათ ეს ხელისუფლება, თუ არადა ხმაური მაინც აეტეხათ". "არც ერთი ადამიანის სიცოცხლის შეწირვა არ ღირს ამ პროცესისთვის. ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრებით ჟონგლიორობა იყო და მეტი არაფერი", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა მოქალაქეების შეკითხვებს გუშინ, Facebook-ის მეშვეობით საათნახევრის განმავლობაში პასუხობდა.