რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იქნება. ევროკავშირის წაემომადგენლები ნიჟნი ნოვგოროდში უკვე ჩავიდნენ.
სამიტამდე მათ პრეზიდენტმა მედვედევმა არაოფიცილურ ვახშამზე უმასპინძლა. ორდღიან შეხვედრას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუც დაესწრება.
ევროკავშირის წარმომადგენლები რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პრობლემებსაც შეეხებიან და ასევე ისაუბრებენ, რუსეთისა და ევროპის სავაჭრო ეკონიმიკურ კავშირებსა და თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღების გეგმაზე.
რუსეთ-ევროკავშირის სამიტი დღეს გაიხსნება.