რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში პასპორტების გაცემა და პატივი უნდა სცეს გაფორმებულ შეთანხმებას. ასევე უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდში დაგეგმილ შეხვედრამდე იქნა მიღებული.
"ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ქეტრინ ეშტონმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი შეწყვიტოს პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
ევროპარლამენტარები რუსეთში პოლიტიკური ზეწოლის არსებობას და პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოსაც აკრიტიკებენ.
დოკუმენტში უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთში მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამოც.