დღეს, 10 ივნისს, გია თორთლაძე პაკისტანში უმაღელესი მწვერვალების დასალაშქრავად გაემგზავრება.
პარლამენტის წევრი გია თორთლაძე პაკისტანის უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრას ომში დაღუპულ მებრძოლებს ხსოვნას მიუძღვნის. ამის შესახებ ჟურნალისტებს გია თორთლაძემ 8 ივნისს განუცხადა და დასძინა, რომ ექსპედიცია ნანგა-პარბატზე (სიმაღლე 8126 მ.) შედგება, ასევე დაგეგმილი აქვს ასვლას ან K-2-ზე ან ბროუდ-პიკის მწვერვალებზე.
"ეს ექსპედიციაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციას და ომში დაღუპულ მებრძოლებს ეძღვნება", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ექსპედიციის ფარგლებში ისდლამაბადის, ბუშანის, სკარდუს და პაკისტანის სხვა ქალაქების ქუჩებში სტიკერებსაც გაკვრება წარწერით - „საქართველო ოკუპაციის გარეშე".
გია თორთლაძე პაკისტანში 10 ივნისს გაემგზავრება და საქართველოში 1-ელ აგვისტოს დაბრუნება.