სარემონტო სამუშაოს გამო, 10 ივნისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ჩერქეზიშვილის, ბოჭორიშვილის, ჩიქობავას, ჯავახიშვილის, ჩიტაიას, უზნაძის, ვარციხის, გოცირიძის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.