დღეს, 10 ივნისს, ლატვიიდან საქართველოში დელეგაცია ჩამოვა, რომელიც გორში ერთ საფლავს გამოიკვლევს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ქვეყნის ექსპრეზიდენტი კარლის ურმანისია დაკრძალული. დელეგაცია ლატვიის მთავრობის დავალებით ჩამოვა. დელეგაცია საფლავზე მოკვლევით სამუშაოს დაიწყებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვარდისფერ საფლავის ქვაზე დატანილია ლატვიური ორნამენტები და მუხის ფოთოლი, რაც განამტკიცებს ეჭვს, რომ ამ საფლავში ლატვიის ექსპრეზიდენტი ასვენია. მათი თქმით, მსგავსი სახის საფლავის ქვის გაფორმებები მხოლოდ ლატვიელი მაღალჩინოსნების საფლავს აქვთ.
„ცნობის თანახმად, კარლის ურმანისი, რომელიც ლატვიის პრეზიდენტი ომამდე იყო, აქ უნდა იყოს დაკრძალული. ეს ვერსია ახალი არ არის, ეს ადრეც იყო ცნობილი, თუმცა დღესდღეისობით გვაქვს იმის საფუძველი, რომ დავურუბდეთ ამ ვერსიას. ისტორიკოსები ამას სკეპტიკურად უყურებენ, რადგან ძირითადი ვერსიით, ულმანისი კრასნოგორსკშია დასაფლავებული. საფლავი დღემდე არ არის ნაპოვნი და სხვა ვარიანტების გამორიცხვა შეიძლება", - განაცხადა ლატვიის ელჩმა საქართველოში ანდრის ვილკანსმა.
კარლის ულმანისი ლატვიის პრეზიდენტის პოსტზე 1934 წელს სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა, რის შემდეგაც დაიშალა პარლამენტი და ლიკვიდირებული იქნა პოლიტიკური პარტიები. ულმანისი პრეზიდენტობის გარდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც ითავსებდა.
ულმანისი 1942 წელს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინდელი პრეზიდენტი კრასნოვოდსკში დაკრძალეს, თუმცა მის საფლავს ვერ მიაკვლიეს.