ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კახა ბაინდურაშვილი შეხვდება ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ანდერს შიდერს.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოსთან თანამშრომლობის, მათ შორის, ქვეყნისთვის შეღავათიანი სესხების გამოყოფის საკითხები.საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის ვიზიტისას ასევე დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიის წამყვანი კომპანიებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის არიან: Doppelmayr Company - Ski Resort Developer; Kässbohrer Company - Ski Resort Developer; Kohl & Partner - Lake Resort Developer; Raiffeisen Bank Oberösterreich და Austrian Kontrollbank
აღნიშნული კომპანიები ჩართულები არიან სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებაში, ასევე აქვთ გამოცდილება ტბებზე საკურორტო და ტურისტული ზონების მოწყობის მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრი მათ გააცნობს საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების კუთხით, რა პერსპექტივაა ამ მიმართულებით სვანეთსა და აჭარის რეგიონში. ქართული მხარის სურვილია, ავსტრიული კომპანიების მხრიდან ინვესტიციები ჩაიდოს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მენეჯმენტში, არამედ მოხდეს სხვადასხვა სპეციალური აღჭურვილობის მოწოდება საქართველოსთვის.
კომერციულ ბანკებთან შეხვედრისას განიხილება კერძო კომპანიებთან ერთად საბანკო სექტორის მონაწილეობა ასეთი ტიპის ინვესტრებაში.
ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა, ამდენად ავტრიული კომპანიებისა და ბანკების დაინტერესება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების ტურისტული გარემოს შექმნას როგორც სამთო, ისე ტბის კურორტებზე.