„სახალხო კრება" ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს.
ამის შესახებ დღეს, ვერის პარკში, კრების თბილისელ აქტივისტებთან შეხვედრაზე „სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
„უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ დიდ, დახურულ შეკრებას, რომელზეც ჩვენს სამოქმედო გეგმას გამოვაცხადებთ", - აღნიშნა ბათიაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „სახალხო კრების" ლიდერებს ხშირად ეკითხებიან იმის თაობაზე, გრძნობენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობას 26 მაისს, აქციის დაშლის შედეგებზე.
„ჩვენი მხარდამჭერების მთავარი შეკითხვაა, ვჩერდებით თუ არა? - არა, არ ვჩერდებით და ბრძოლა ახლა იწყება. ასევე გვეკითხებიან, ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამდენი ადამიანია ციხეში, რომ ამდენი ადამიანი დაშავდა? - დიახ, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ამიტომაც ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე", - აღნიშნა ბათიაშვილმა.