„შეფიცულების" ლიდერი გია ბურჯანაძე „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას „უხარისხო ადამიანს" უწოდებს და ქართველი ერის ღალატში ადანაშაულებს.
„ირაკლი ალასანიამ 27 მაისს გამართულ სოლიდარობის აქციაზე ხალხს მიმართა - თქვენ ხართ ხარისხიანი საზოგადოებაო. ხარისხიანი ხალხი ხართ თქვენ, რომლებიც 26 მაისს გცემეს, მოგწამლეს... ირაკლი ალასანია კი უხარისხო ადამიანია", - განაცხადა გია ბურჯანაძემ დღეს, ვერის პარკში, „სახალხო კრების" თბილისის აქტივისტებთან შეხვედრაზე.
მისივე შეფასებით, ალასანია, „რესპუბლიკელები" და „ძმანი მათნი" ერთად ანგრევენ ქვეყანას.
„მოვა დრო, როცა ისინი ვეღარ გაივლიან საქართველოს ქუჩებში. მათ უღალატეს ქართველს ერს, ქართველ ხალხს", - განმარტა ბურჯანაძემ.