სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის ლუის მორენო-ოკამპოს განცხადებით არსებობს მტკიცებულება, რომ ლიბიის პრეზიდენტმა მუამარ კადაფმა ამბოხებულებთან ბრძოლისას ასობით ქალის გაუპატიურების ბრძანება გასცა.
განცხადება ოკამპომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე გააკეთა და დასძინა, რომ მასობრივი გაუპატიურებები კადაფის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ახალი ასპექტი გახდა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამოწმებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კადაფის მხარდამჭერი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სპეციალურად იღებდნენ პოტენციის ასამაღლებელ პრეპარატებს.
აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ლიბიის ხელისუფლებას განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მაისში ლუის მორენო-ოკამპომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუამარ კადაფის, მისი ვაჟის სეიფ ალ-ისლამის და ლიბიის სადაზვერვო სამსახურის უფროსის აბდულს სანუსის დაკავების ორდერის გაცემის თხოვნით მიმართა.
პროკურპრო მათ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ორი სახის ბრალდებას უყენებს. მასობრივი მკვლელობები და მოსახლეობის დევნა. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა თებერვალში თებერვალში განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც 500-700 ადამიანი დაიღუპა.
აღსანიშნავია რომ ლიბიის ხელისუფლება არ ცნობს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას.