იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკო ფრატინის განცხადებით, იტალია ლიბიის გარდამავალ საბჭოს 300 -დან 400 მილიონამდე ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფული მეამბოხეებს ნაღდი ანგარიშსწორებით გადაეცემათ, თუმცა ამ ეტაპზე არ ხმაურდება თუ როგორ მოხდება ფულის გადაცემის პროცესი. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ლიბიის გარდამავალი საბჭოსა და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ლიბიის გარდამავალი საბჭო მუამარ კადაფისთან დაპირისპირებული პოლიტიკური და სამოქალაქო პირებისგან შეიქმნა. ისინი მეამბოხეების მიერ მოპოვებულ ტერიტორიებს აკონტროლებენ.