თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 18 ივნისს 19 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში უწვევს მუსიკოს მოყვარულებს, სადაც საკონცერტო ვერსიით შესრულდება ჯუზეპე ვერდის შესანიშნავი ოპერა "რიგოლეტო".
"რიგოლეტოს" ააჟღერებს ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, გუნდი, მთავარ პარტიებს იმღერებენ: თეიმურაზ გუგუშვილი, სულხან გველესიანი, სოფიო გორდელაძე, გოჩა დათუსანი-ჯიღაური, ნატალია ვოლჩენკო, ვანო გალუაშვილი, ბონდო გოგია, თამაზ საგინაძე, ნათია მელქაძე, ლევან მაკარიძე.
დირიჟორის ამპლუაში მსმენელის წინაშე წარსდგება ცნობილი ქართველი მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი.