საქართველო მონტენეგროში ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი ვენაში გამართულ საქართველოს პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურისა და მონტენეგროელი კოლეგის, იგორ ლუკშიჩის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
გილაურის თქმით, მონტენეგროს პრემიერთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო იმ საერთო გამოცდილებას რაც შეიძლება გაზიარებულ იქნას ორი ქვეყნის მიერ.
„საჭიროა საქართველოს რეფორმების განხილვა. მონტენეგროს პრემიერთან შეხვედრის დროს საუბარი შეეხო იმ საერთო გამოცდილებას რაც შეიძლება გაზიარებულ იქნას ორი ქვეყნის მიერ. ეს არის ტურიზმი და ენერგეტიკა. ორივე საკითხი არის ძალიან საინტერესო. როგორც მოგეხსენებათ ელექტროენერგიის ექსპორტი დავიწყეთ სერბეთში. ელექტროენერგიის ექსპორტი ჩვენ შეიძლება დავიწყოთ მონტენეგროშიც, რადგან ამ ქვეყანაში დიდია მოთხოვნა ელექტროენერგიაზე", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
ნიკა გილაური, ვენაში ვროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ავსტრიის კანცლერს, ყირგიზეთის პრეზიდენტსა და მონტენეგროს პრემიერ მინისტრს შეხვდა. ავსტრიის კანცლერისა და ნიკა გილაურის შეხვედრაზე ძირითადი საკითხი ორი ქვეყნის მეგობრობა და თანამშრომლობა იყო.