ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სტრატეგიული მართვის საფუძვლებში ტრენინგი გაიარეს. სწავლებაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, დეპარტამენტების უფროსები და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი მონაწილეობდნენ.
ტრენინგი, რომელიც 4 ეტაპს მოიცავდა, 7 ივნისს დასრულდა. სწავლებას მართვის აკადემიის ტრენერები - სანდრო ჯეჯელავა და სოფო ჯუღელი უძღვებოდნენ. სწავლების მიზანი ცესკო-ს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - ადმინისტრაციის ცოდნის პროფესიული განვითარებაა.
ტრენინგი ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.