დღეს, 9 ივნისს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა თეატრში გიორგი ჩიტაურისა და ფოლკლორულ ანსამბლ "ჩელას" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
როგორც ‘'ჯი-ეიჩ-ენს'' კონცერტის ორგანიზატორებმა აცნობეს, საქველმოქმედო კონცერტი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოს მეუფე თადეოზის ლოცვა-კურთხევით იმართერთება და შემოსული თანხა მთალიანად მთიანეთის ყველაზე ძველი გუმბათოვანი ფუძნარის ეკლესიის აღდგენას მოხმარდება.
საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი კომპანია ‘'თებულოტურია".