დღეს, 9 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმ კურსდამთავრებულთა ათეულს შეხვდება, რომლებმაც საატესტატო გამოცდებზე ყველა საგანში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მინისტრი კურსდამთავრებულებს პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრებს.