სს `თელასის" ქვესადგურში `ბაგები" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 9 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ვაკის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აბაშიძის, ტაბიძის, მიშველაძის, დარიალის, მოსაშვილის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, იმედაძის, ყიფშიძის, აბულაძის (ნაწილობრივ), უჩანეიშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 10 ივნისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, ყიფშიძის, გაბაშვილის, აბულაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.