დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მოქალაქეების შეკითხვებს facebook-ის მეშვეობით უპასუხებს.
ონლაინკონფერენცია 9 ივნისს გაიმართება. უგულავა თბილისელების საინტერესო შეკითხვებს პასუხს საათ-ნახევრის განმავლობაში, 20:30 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებს.
დაინტერესებული პირები facebook-ზე დედაქალაქის მერის გვერდს - Gigi Ugulava, უნდა ეწვიონ.