ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები, შეხვედრაზე გამოიფინა პორტოლნები (საზღვაო რუკები) -ჰერალდიკის საბჭოს მიერ ХIV-ХVI საუკუნეების რუკების ასლები დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან. პარმის და პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან, რომელზედაც საქართველო ფიქსირდება ხუთჯვრიანი დროშით. შეხვედრაზე ასევე მოხდა ჰერალდიკის ოფიციალური ვებგვერდის პრეზენტაცია (www.heraldika.ge).
უნივერიტეტის რექტორმა ალესაქსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ თუ დაინტერესება იქნება სტუდენტებში, შესაძლოა შეიქმნას ჰერლდიკის, ძველი გერბების და რუკების შემსწავლელი სალექციო საათები.
ელდარ შენგელიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, რომ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ცდილობს, საზოგადოებამ გაიგოს ამ დარგის მნიშვნელობა. მისი თქმით, მათი მთვარი მიზანია სტუდენტების დაინტერესება ამ საკითხით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია, საქართველოს გერბისა და დროშის ავტორი მამუკა გონგაძე და უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.