აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ თბილისში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
"ჩვენ არ ვაპირებთ დავეთანხმოთ რუსეთის ემბარგოს საქართველოსთვის
იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ ქვეყანასთან და დავეხმაროთ მას თავის დაცვაში", - განაცხადა ვერშბოუმ.
მისივე განმარტებით, "აშს-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი უპირობოა და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხვალ საქართველოში ჩამოვა.