ხვალ, 9 ივნისს, 16:00 საათზე, აბესაძის ქუჩის # 2-ში, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ხევსურული სახლი "სამედაშენისო" გაიხსნება. სახლის გახსნის ორგანიზატორი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდია.
როგორ საპატრიარქო იუწყება, ხევსურული სახლი ,,სამედაშენისო" იქნება მრავალპროფილიანი ცენტრი, სადაც დაინტერესებული პირები შეისწავლიან მთის რეგიონების ხალხურ სიმღერებს, ხალხური რეწვის სხვადასხვა სახეობას - თექას, ტოლის ქსოვას და ა. შ., გაეცნობიან და შეისწავლიან მთის მივიწყებული კერძების დამზადებას. გარდა ამისა, მოეწყობა ტურისტული გასვლები ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ხევში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში.
სახლის გახსნის იდეა ეკუთვნის საპატრიარქოსთან არსებულ ანსამბლ ,,დები გოგოჭურების" წევრებს. ანსამბლის გენერალური მენეჯერია იოსებ ოხანაშვილი.