მდინარე მტკვრიდან მაშველებმა მოხუცი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, მამაკაცი მდინარეში თავად გადახტა.
„როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი წყალში თავად გადახდა, რის შემდეგაც სამაშველო სამსახურს გამოუძახეს. ჩვენი ბრიგადები მის მოძებას დროულად შეუდგნენ, თუმცა იმის გამო, რომ მდინარე ადიდებული იყო, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
მამაკაცის ცხედარი წყლიდან ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში ამოიყვანეს.
თვითმკვლელობის მიზეზს გამოძიება დაადგენს.