დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ლიბიის საკითხს და მომავალ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
ლიბიაში სამოქალაქო ომი პრეზიდენტ მუამარ კადაფის მომხრეებს და ამბოხებულებს შორის 2011 წლის 15 თებერვალს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედო ოპერაციები ლიბიის საჰაერო სივრცეში, რომლის მიზანიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაა, გაერთიანებული ერების ორგანისაციის უსაფრთხოების კომიტემა მარტში დაამტკიცა.
ამერიკის შეერთებული შტატების ბრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა რომ ნატოს მისიამ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
თუმცა ლიბიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან რომ ,,ნატო"-ს სამშვიდობო ოპერაციებს ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების უმრავლესობის აზრით ლიბიის კონფლიქტის რეგულირების ერთადერთი გზა მუამარ კადაფის წასვლაა.
დღეს თავის მხრივ მუამარ კადაფმა ლიბიის ტელევიზიით გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც იუწყება, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს, ის ლიბიაში დარჩება ,,ცოცხალი ან მკვდარი".