ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" "მედიაპალიტრას" სოლიდარობას უცხადებს. "ჯი-ეიჩ-ენი", როგორც შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების თავმჯდომარე ყველა მედიასაშუალებას მოვუწოდებთ სოლიდარობისკენ.
იმედს ვიტოვებთ, რომ "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის ერთდროულად შესვლა განპირობებულია მხოლოდ საგადასახადო შემოწმებით და მათი მოქმედება კანონის ჩარჩოებს არ გასცდება. ასევე, იმედს ვიტოვებთ, რომ საგადასახადო ხასიათის შემოწმება გამოყენებული არ იქნება სხვა ისეთი მოტივაციით, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა.