საქართველოში "ი-კოლის" ინფექციის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრში აცხადებენ, რომ მწვავე ნაწლავური ინფექციის შემთხვევები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ფიქსირდება, თუმცა ის, რაც ამჟამად ევროპაში ხდება, საქართველოში არ შეინიშნება.
მათივე განმარტებით, ქვეყანაში "ი-კოლის" გავრცელების საშიშროება იმ შემთხვევაში იარსებებს, თუ ქართულ ბაზარზე დაბინძურებული პროდუქტი შემოვა და მას მოსახლეობა მოიხმარს.
მწვავე ნაწლავურმა ინფექციამ ევროპა უკვე მოიცვა და ბოლო მონაცემებით, ინფექციით 23 ადამიანი დაიღუპა. სულ ვირუსის 2 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ევროპაში ნაწლავური ინფექციის ეპიდემიის წყარო ამ დრომდე დადგენილი არ არის.