"მედიაპალიტრას" შემოსავლების სამსახური ამოწმებს. შემოწმება გეგმიურია და ორგანიზაციის მუშაობის პროცესს არ შეაფერხებს. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, "მედიაპალიტრაში", ექვს სხვადასხვა შპს-ში გეგმიური საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს და მათ ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება.
შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ნუგზარ წულუკიძე ამბობს, რომ გეგმიური შემოწმება ხდება, დღეს კი წინმსწრები პროცედურა მიმდინარეობს, რაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას გულისხმობს.
მისი თქმით, "მედიაპალიტრის" საწყობები არ დალუქულა და არც მათი ფუნქციონირება შეფერხდება.
"პროცესი არ შეგვიფერხებია, როდესაც ობიექტმა დაასრულა ფუნქციონირება, მაშინ დაიკეტა. ეს პროცედურა არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ვინმეს ხელი შევუშალოთ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა წულუკიძემ.