8 ივნისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ინგლისურენოვანი იმიტირებული პროცესი საერთაშორისო სამართალში (ICJ Modeling TSU Cup 2011). ეს იქნება პროცესის ფინალური რაუნდი.
პროექტის ორგანიზატორები არიან ELSA საქართველო,თსუ-ის სტუდენტური
თვითმმართველობა, ELSA თბილისი, გამა პრო ბონო ჯგუფი და თსუ-ის საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი.
სტუმრებს შორის იქნებიან იუსტიციის სამინისტროს,სახალხო დაცველის და
სხვა ორგანოებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამართლის პროფესორები.