8 ივნისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია და ჰერალდიკის საბჭოს თანამშრომლების ესტუმრებიან.
სტუმრები დამსწრე საზოგადოებას ქართული ჰერალდიკის ისტორიას და ჰერალდიკის საბჭოს ამჟამინდელი მუშაობის სპეციფიკასა და პრიორიტეტებს გააცნობენ. გაიმართება ჰერალდიკის შესახებ ოფიციალური ვებგვერდის პრეზენტაცია (www.heraldika.ge). შეხვედრაზე გამოიფინება:პორტოლანები (საზღვაო რუკები) - ჰერალდიკის საბჭოს მიერ XIV-XVI საუკუნეების რუკების ასლები დიდი ბრიტანეთის სამეფო ბიბლიოთეკიდან, პარმის ბიბლიოთეკიდან, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან, რომლებზეც საქართველო ფიქსირდება ხუთჯვრიანი დროშით; 2011 წელს მიღებული და დამტკიცებული საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოთა სიმბოლიკა (დროშა და გერბი). დასასრულს სტუმრები სტუდენტებს საბჭოს მიერ გამოცემულ ჰერალდიკის სფეროს სამეცნიერო და პრაქტიკულ ლიტერატურას გადასცემენ.