8 ივნისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპულ სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ევროპული სკოლის დირექტორი ნანა მოსიძე მოაწერენ.
მემორანდუმის თანახმად, თსუ-ის სტუდენტები ევროპულ სკოლაში სტაჟირებას გაივლიან; თსუ-ის რეკომენდაციით ზოგიერთ სტუდენტს ევროპული სკოლა ასისტენტებად დაასაქმებს. ამავე დროს, თსუ აკადემიური პერსონალი ითანამშრომლებს ევროპულ სკოლასთან, მონაწილეობას მიიღებს სასწავლო პროცესსა და სხვა ერთობლივ ღონისძიებებში.