სს "თელასის" ქვესადგურში "ღრმაღელე" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, 8 ივნისს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანისა და გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ერისთავის, გვაზაურის, წერონისის, ზედაზენის, ჯავის, იმერეთის, ჭყონდიდელის, ახალდაბის, გოგაშენის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.