თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ვაკის ფილიალის ინიციატივით, 8 ივნისს, 14:00 საათზე, გასართობ კომპლექს "კოპალაში" (წყნეთში) ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება სოციალურად დაუცველი 60 აფხაზეთიდან დევნილი მოზარდისთვის.
რამდენიმე საათის განმავლობაში დევნილ კურსდამთავრებულებს უსასყიდლოდ დაეთმობათ "კოპალას" ბოულინგის დარბაზი, უმცროსკლასელებს კი - კარაოკე და გასართობი ატრაქციონები.
ღონისძიების დასასრულს მოზარდებს ტკბილეულითა და გამაგრილებელი სასმელით გაუმასპინძლდებიან.
ღონისძიების ინიციატორები წყნეთში აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებსაც იწვევენ.