პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, რუმინეთის სენატში კომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრაზე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და კონფლიქტის მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში რუმინეთს განსაკუთრებული როლი ეკისრება, ამიტომ რუმინეთის პოლიტიკური პოზიცია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში მნიშვნელოვანია.
"რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მხარდამჭერ პოლიტიკურ პოზიციას გაატარებს", - აღინიშნა ბაქრაძემ.
ბაქრაძემ რუმინეთის სენატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთის საპატრიარქოსა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს სტუმრობდა.
ქართულ დელეგაციას მონასტრის ბერები გალობით შეხვდნენ. სასულიერო პირებთან შეხვედრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუმინეთსა და საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური თანამშრომლობა, არამედ ისტორიული და რელიგიური ერთიანობა აკავშირებს. ბაქრაძემ ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.