კოხლეარული იმპლანტით დაფინანსების ფარგლებში წელიწადში მხოლოდ 5 ბენეფიციარის დაკმაყოფილება ხდება. ამის შესახებ ნათქვამია კონტროლის პალატის 2010 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოხლეარული იმპლანტით ბენეფიციარების დაკმაყოფილების სტატისტიკის თანახმად, არსებული დაფინანსების ფარგლებში წელიწადში ხდება მხოლოდ 5 ბენეფიციარის დაკმაყოფილება.
"ამ მიდგომით, მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დასჭირდება 11 წელი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბენეფიციართა რაოდენობა არ გაიზარდა. დროის ასეთ ხანგძლივ პერიოდში ღონისძიება აზრს კარგავს, რადგან ზრდასრულ პერიოდში იგი ან საერთოდ არ იძლევა შედეგს, ან მისი შედეგი ძალიან დაბალია", - ნათქვამია კონტროლის პალატის დასკვნაში.
მათი მოსაზრებით, პროგრამის მიზნების მისაღწევად საჭიროა დამატებითი მექანიზმის შემუშავება.