ჩინეთის სამხრეთში გუიჩჟოუს პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, წყლის დონის შემდგომი მატების შიშით ათეულობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლ-კარი.
პროვინციაში სტიქიის შეგეგად დანგრეულია გზები, ხიდები და ათასობით საცხოვრებელი სახლი, ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით 3 ივნისიდან სტიქიამ გუიჩჟოუს პროვინციაში 11 ქალაქი დააზარალა.
სახელმწიფო სააგენტო სინხუას ცნობით სულ დაზარალდა 270 000 ადამიანი, 45 000 ევაკუირებულია, 3 000 კი გარესამყაროს მოწყვეტილია.
წყალდიდობა ჩინეთის სამხრეთში, მოჰყვა მრავალთვიან გვალვებს ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში. მდინარე იანძის აუზის ზოგიერთ ნაწილში გვალვა იყო ყველაზე მძიმე ბოლო 50 წლის განმავლობაში.
გვლალვამ დააზარალა უზარმაზარი ტერიტორია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, განადგურდა მილიონობით ჰექტარი ნათესები და შეიქმნა სასმელი წყლის ნაკლებობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში გვალვის რეგიონებში წვიმა წამოვიდა და მეტეოროლოგები მომავალშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ ხელისუფლება აცხადებს, რომ მოსავლის გაფუჭებით გამოწვეული კრიზისი გარდაუვალია.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ეს ფაქტი აისახება პროდუქციის ფასებზე მთელ მსოფლიოში.
ჩინეთის ცენტრალური ბანკი გაცემს სესხებს შეღავათიანი პირობებით პროექტებზე, რომლების დაეხმარება გვალვით დაზარალებულებს.