"პეპსი" საზაფხულო გათამაშებას იწყებს
კომპანია „პეპსი" ყველა ბავშვისათვის სასურველ, მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდის "Jamis"-ის 100 ველოსიპედის, 200 როლიკისა და ყველასთვის საყვარელი სასმელის „პეპსი"-ს 20 000 ბოთლის გათამაშებას იწყებს.
ახალი საზაფხულო აქციის დაწყებისა და დეტალების შესახებ კომპანიის მენეჯმენტი 8 ივნისს, 13.00 საათზე, „კუს ტბაზე" დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გამოაცხადებს. კუს ტბის კაფეს ტერიტორიაზე ჩატარდება შეხვედრა მედიასთან, სადაც ჟურნალისტებისთვის სიმბოლურად გათამაშდება პირველი ველოსიპედი და სხვა პრიზები.
"მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მუდმივად ატარებს სამომხმარებლო კვლევებს, აქციის პრიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის ეყრდნობა ბავშვების მიერ გამოგზავნილ წერილებს. ამ ჯერზე გათვალისწინებულია არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მშობლების აზრიც. აქციას მხიარულების გარდა, საფუძვლად დაედო ჯანსაღი ცხოვრების წესი და ადრე გათამაშებული კომპიუტერების, ბურთების, MP3 პლეიერების შემდეგ ამჯერად ბავშვები საჩუქრად მიიღებენ ველოსიპედებს, „როლიკებს" და რა თქმა უნდა „პეპსის", -აცხადებს პეპსის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია.
აქციის შედეგად ყოველდღიურად კომპანია პეპსი უამრავ ბავშვს გააბედნიერებს. მოგებულებს საშუალება ექნებათ მიმართონ მიცკევიჩის #68-ში მდებარე სპორტულ მაღაზია „მაგელანს", რომელიც საქართველოში კომპანია "Jamis"-ის ოფიციალური წარმომადგენელია და 4 სხვადასხვა ზომის ველოსიპედიდან მათვის შესაფერისი აირჩიონ.
„ამ ტიპის აქციებით „პეპსი" ცდილობს, ყველაზე დასაფასებელ მომხმარებლებს, ბავშვებს მეტი სიხარული აჩუქოს. აქციის მექანიზმი მარტივია: გახსენი პეპსის ნებისმიერი 500, 1250, 2000 მილიგრამიანი პროდუქტი ოქროსფერი, ველოსიპედის გამოსახულებიანი თავსახურით და მოიგე. პრიზების გაცემა 27 ივლისამდე იწარმოებს და მთელი საქართველოს მასშტაბით მოგებულ ბავშვებს შეეძლებათ საჩუქარი სწორედ ამ ვადაში მიიღონ",- აცხადებს „პეპსის" მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ლევან კასრაძე.
მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია დარწმუნებულია, რომ ეს აქციაც ასევე წარმატებული იქნება, როგორც პირველი ორი, როდესაც კომპანიას გაყიდვები გეგმასთან მიმართებაში 20-26 % ით გაიზარდა.