"ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი თანახმაა, „რვიანის" „გაცხრიანება" მოხდეს, თუკი მათთან გაერთიანებას ლევან გაჩეჩილაძე გადაწყვეტს.
„ჩვენ სამართლიანი არჩევნების გარშემო ვთავაზობთ ლევან გაჩეჩილაძეს გაერთიანებას. მოვიდეს, კი ბატონო, და გახდეს „რვიანი" „ცხრიანი", არაა პრობლემა", - განუცხადა დავითაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ უპარტიოდ დარჩენილმა ლევან გაჩეჩილაძემ გუშინ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერით ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანების წინადადებით მიმართა.