ეროვნული საბჭოს ლიდერი ზვიად ძიძიგური "რვიანის" გვერდით ლევან გაჩეჩილაძეს "სიამოვნებით იხილავდა."
"რვა პოლიტიკური პარტია უკვე გაერთიანებულია ერთი მიზნის გარშემო - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი გვიერთდება ამ ბრძოლაში და სიამოვბნებით ვიხილავდი ჩვენს გვერდით ლევან გაჩეჩილაძესაც. ყველას ადგილი ვისაც სამართლიანი არჩევნების მიმართ გააჩნია სწორი დამოკიდებულება არის ჩვენთან", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ძიძიგურმა ამ ეტაპზე უპარტიოდ დარჩენილი ლევან გაჩეჩილაძის მოწოდებაზე კომენტირებისას
მისივე განმარტებით, სამართლიანი არჩევვნების მიღწევის ბრძოლაში ქუჩის აქციების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა რვიანი ღიად აცხადებს რომ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით შეცვლას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ უპარიტოდ დარჩენლი ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციურ სპექტრს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.