"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ლევან გაჩეჩილაძეს ურჩევს პოლიტიკური ცხოვრებისგან "ერთხანს დაისვენოს". ასე პასუხობს ბერძენიშვილი გაერთიანების თაობაზე ოპოზიციური პარტიების მიმართ ლევან გაჩეჩილაძის მოწოდებას, რომელიც მან გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით გაახმოვანა.
"ქართულმა პარტიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა პარტიის შექმნიდან მის, პრაქტიკულად, აორთქლებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებ ლევან გაჩეჩილაძეს ადეკვატურად შეაფასოს ვითარება და ერთხანს დაისვენოს" - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბერძენიშვილმა.
მისივე განმარტებით, უცნაურად ჟღერს, როცა გაერთიანების თაობაზე მოწოდებას ის პოლიტიკოსი აკეთებს, რომელმაც საკუთარ პარტიაში რამდენიმე თვეც ვერ გაძლო.