იემენის სამხედრო და სამედიცინო წუყებების წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო შეტაკებას 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამი ჩვილია. შეტაკებები ერთბაშად ორ პროვინციაში მოხდა.
როგორც ადგილობრივი სააგენტოები წერენ, აბიანის პროვინციაში განთავსებულ სამხედრო ბაზას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. მეორე შეტაკება კი იემენის სიდიდით მეორე ქალაქ ტაიზში მოხდა.