საქართველოს პრეზიდენტის პრეს-პიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მომავალ კვირას თბილისში კიდევ კონგრესმენთა ერთი დელეგაცია ჩამოდის.
მისი თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩანიშნულია რამდნეიმე ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი.
"კერძოდ საქართველოში ზაფხულში რამდენიმე ევროპული ქვეყნის მეთაური ჩამობრძანდება. მიმდნარეობს თარიღების დაზუსტება და რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი კონკრეუტლად ვინ და რა დროს ჩამოვა. თუმცა, შეხვედრები ჩანიშნულია" - განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძე ასევე გამოეხმაურა ამერიკელ კონგრესმენთა კიდევ ერთ ვიზიტს საქართველოში.
"განხილულ იქნა ქართულ ამერიკული ურთიერთობების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები, ასევე ის სცენები, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებსაც", - აღნიშნა მანჯგალაძემ.