საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დროს აღკვეთილი ორი ტერაქტი რუსეთის სპეცსამსაცხურების მიერ იგეგმებოდა.
"მინდა ყურადღება შევაჩერო თავიდან აცილებულ იმ ორ ტერქატზე რომლებიც ჩვენი სამართალდამცველების აქტიური ქმედებებით იქნა აღკვეთილი. ამჯერადაც ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი მტკიცბეულებები რომ გამოვაცხადოთ ორივე შემთხვევა ისევე როგორც გასული შემთხვევები იგეგმებოდა და იგეგმება რუსეთის სპეცსმასახურების მიერ. ადგილობრივი საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - განაცხადა მანჯგალაძემ.
ქართული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული რესურსები და ზემოქმედება მოახდინონ რუსეთის ფედერაციაზე.