სს `თელასის" ქვესადგურში `ღრმაღელე" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 8 ივნისს 14 საათიდან 16 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანისა და გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ერისთავის, გვაზაურის, წერონისის, ზედაზენის, ჯავის, იმერეთის, ჭყონდიდელის, ახალდაბის, გოგაშენის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.