სს `თელასის" ქვესადგურში `მთაწმინდა" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 8 ივნისს 09 საათიდან 18 საათამდე მთაწმინდისა და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ილია ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ძმები ზუბალაშვილების, ატენის, თაყაიშვილის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, ბარნოვის, ბურკიაშვილის, ბაზალეთის, მცხეთის, შროშის, შიო მღვიმელის, ანანურის, მელიქიშვილის, ფასანაურის, კოსტავას, ღამბაშიძის, როდენის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.