ჭიათურაში, კოხინჯრობის სახალხო დღესასწაული, წელს სვიმონ მესვეტის ხსენების დღეს დაემთხვა. სოფელ კაცხში, კაცხის სვეტის მონასტერი, "ქრისტიან დემოკრატებმა" მოილოცეს და სახალხო ზეიმშიც მიიღეს მონაწილეობა. მე-7 საუკუნის ტაძრის რესტავრაცია 5 წლის წინ დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. მონასტერში 3 ბერი ცხოვრობს.
გიორგი ახვლედიანმა, ნიკა ლალიაშვილმა, ჯაბა სამუშიამ და პარტიის იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა ჭიათურაში მაცხოვრის სახელობის ეკლესიაც მოილოცეს. პარტიის წევრები ეკლესიის მოძღვარმა მამა ამირანმა დალოცა.