საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, რობერტა ანასტასეს და პარლამენტებს შორის არსებული მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელს, მარიუს ნეკოლაის შეხვდა.
საუბარი შეეხო პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ამ კუთხით ხაზი გაესვა სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც გაზრდის ტვირთბრუნვას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს.
"შემოდგომით დაგეგმილია ბიზნესფორუმი, სადაც ერთობლივი ეკონომიკური პროექტები იქნება განხილული", - აღნიშნა ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სენატის პრეზიდენტი და დეპუტატთა პალატის სპიკერი საქართველოში დაპატიჟა. მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.